მე-13 ტურის თბილისური მატჩები “თსუ-ჰიუნდაისა” და “კაკტუსის” მატჩით დასრულდა. მიუხედავად საბოლოოდ მოპოვებული 20-ქულიანი გამარჯვებისა, სტუდენტური გუნდისთვის წარმატება იოლად არ მოსულა. “კაკტუსი” სუპერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია და “ა” ლიგაში გასავარდნ ზონასთან იმყოფება. ამიტომაც, ყველა მეტოქესთან ბოლომე იბრძვის და მოგების შანსს ხელიდან არ უშვებს.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი “თსუ-ჰიუნდაი” პირველ ნახევარში დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. სრწაფი შეტევებისა და მეტოქის შეცომების ხარჯზე “კაკტუსმა” ქულით წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ მეორეში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიერობით გავიდა – 38:32.
თსუ-ჰიუნდაელებმა ნაყოფიერად გამოიყენეს შესვენება და გასახდელიდან მოედანზე დაბრუნებულებმა მეტოქეს სწორედ იმ კომპონენტში აჯობეს, რაშიც პირველ ნახევარში მოიკოჭლებდნენ. დაცვაში საიმედო თამაში ჩერქეზიშვილის გუნდს კონტრშეტევების განხორციელების საშუალებას აძლევდა, რასაც კარგად იყენებდნენ უკანახაზელები და ჩაჭრილ ბურთებს სწრაფი გარღვევებით შედეგიანად აგვირგვინებდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ჯეიმს მილიკენი, სანდრო სანაძე და მარკუს პოზლი გამოირჩნენ, რომლებმაც მესამე პერიოდში “თსუ-ჰიუნდაის” სოლიდური უპირატესობა მოუპოვეს და ეს ანგარიშშიც აისახა: 21:11 მოგებული ათწუთეულის შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 4 ქულით გალიდერდა.
ბოლო პერიოდის დაწყებიდან მალევე გაირკვა, რომ “კაკტუსი” განწირული იყო. თსუ-ჰიუნდაელებმა წარმატებულად განაგრძეს დაცვიდან შეტევაზე გადაწყობა, მათ შორი სროლებიც წაუვიდათ და შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მატჩის ბედი გადაწყდა. სტუდენტური გუნდის უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა და მოედანზე მალე სათადარიგოები გამოჩდნენ.
საბოლოოდ “თსუ-ჰიუნდაიმ” 85:65 გაიმარჯვა, რაშიც ყველაზე სოლიდური წილი სანდრო სანაძისაა: 22 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი. ჯეიმზ მილიკენმა 24 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა, მარკუს პოზლის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა. “კაკტუსში” 15 ქულით ბომბარდირი დელანო სპენსერი გახდა, დომინიკ ელიოტის ანგარიშზე კი 14 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.
ამ მატჩის შემდეგ საინტრესო ვითარება შეიქმნა ცხრილში. 13 ტურის შემეგ 4 გუნდს – თსუ-ჰიუნდაის, მგზავრებს, დინამოს და დელტას 8 მოგების წილ 5 დამარცხება აქვთ, რომლებიც II-V აგილებს იყოფენ.
სუპერლიგის მე-13 ტური 17 მარტს, ბათუმური მატჩით დასრულდება, სადაც სათამაშოდ “ტიტები” ჩავა.
კაკტუსი – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 65:85