თსუ კვლავ იგებს

თსუ კვლავ იგებს

გუშინ რუსთავსა და ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მეორე  წრის მე-7 ტური დღეს თბილისის  სპორტის სასახლეში გრძელდება. დღის პერველ შეხვედრაში  თსუ-მ 
,,ბათუმს” უმასპინძლა და მეტოქე 104:84 დაამარცხა.

შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო
და პირველი ტაიმი თსუ-მ მხოლოდ 3 ქულის სხვაობით – 44:41 მოიგო, მესამე მეოთხედში კი
სტუდენტებმა  32:10 სძლიეს ზღვისპირელებს, სადაც
 საბოლოოდ გაირკვა შეხვედრის გამარჯვებული.
თსუ- მხრიდან საუკეთესო 27 ქულით მიხეილ ბერიშვილი გახლდათ, ხოლო ბათუმელთაგან  21-21 ქულით ლაშა კეშელავა და  გიორგი ყველაშვილი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა
კი საკუთარ ანგარიშზე 11 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეარულა.