თსუ-მ არმიას სძლია და სერია გაათანაბრა

თსუ-მ არმიას სძლია და სერია გაათანაბრა

თბილისის სპორტის
სასახლეში დასრულდა სუპერლიგის ფინალური, განმეორებითი მატჩი ,,არმიასა’ და თსუ-ს შორის.
ძალიან დაძაბულ და საინტერესო მატჩში საბოლოოდ ,,სტუდენტებმა”  64:60 იმარჯვეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს
– 1:1.

  არმიელთა 
შემადგენლობაშო საუკეთესო ორმაგი დუბლით გიორგი შარაბიძე გახლდათ, რომელმაც
20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. თსუ-ს კი ასევე ორმაგი დუბლით რიჩარდ მათიაშვილმა ულიდერა
– 26 ქულა, 18 მოხსნა.

 განმეორებითი ფინალური შეხვედრები თბილისის სპორტის
სასახლეში 23 და 24 მაისს გაიმართება.