თსუ–მ ბათუმში ბოლო წამებზე მოიგო

თსუ–მ ბათუმში ბოლო წამებზე მოიგო

დიდი ბრძოლა გაიმართა ბათუმში ამ საღამოს. რამდენიმე წუთის წინ
დასრულებულ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 82:79 სძლია
მასპინძელ „ბათუმს“ და მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება ტურის სხვა მატჩები, მეორე ადგილი შეინარჩუნა.ეეხ სალომე სალომე…

შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, მანამდე კი, მთელი ტამაში
თანაბარი ბრძოლა იყო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ბათუმელები ქულით ლიდერობდნენ,
თუმცა ბოლოს უფრო მობილიზებულნი თსუ–ელები აღმოჩდნენ.

საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრეც ქულას იგებდნენ (70:69)
მასპინძლები, მაგრამ ირაკლი კეიდიას, დავით ბარბაქაძისა და გიორგი გაფრინდაშვილის
აქტიურობით თბილისელებმა 3–წუთეული 11:3 მოიგეს და დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე
80:73 დაწინაურდნენ.

ბათუმელები არ დანებდნენ, ვანო მაისურაძემ და დავით იმნაძემ იმდენი
ქნეს, რომ თსუ–ს საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე 79:80 მიუახლოვდნენ, მაგრამ
მეტი ვეღარ შეძლეს. მიხეილ ფანჩულიძემ აუღელვებლად ჩააგდო ორივე საჯარიმო, თსუ
82:79 დააწინაურა და ბათუმელებს ბოლო შეტევა დარჩათ, თუმცა მაისურაძემ
გამთანაბრებელი სამქულიანი ააცილა.

მე–12 ტურის 3 დარჩენილი მატჩი ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში ჩარატდება.

 

„ბათუმი“ – თსუ–ს სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=190