თსუ-მ ბათუმთან იოლად იმარჯვა

თსუ-მ ბათუმთან იოლად იმარჯვა

გუშინ ქუთაისში დაწყებული საკალათბურთო სუპერლიგის მეორე
წრის მეორე ტური დღჶს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. დღის პირველ მატჩში თსუ-მ
,,ბათუმს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით 95:74 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
უპირატესობით წარიმართ, რომელმაც პირველ ნახევარში 56:43 იმარჯვა.

  მატჩის მესამე
მეოთხედში თსუ-მ პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა და სხვაობაც უფრო სოლიდური გახადა.  აღნიშნული მეოთხედის დასრულებამდე 3:36 წუთით ადრე ,,სტუდენტები” წინ 20 ქულით გავიდნენ – 71:51.

დასკვნით მეოთხე პერიოდის მე-4 წუთზე  ანგარიში კვლავ თსუ-ს სასარგებლოდ დაფიქსირდა – 79:64,
რომელმაც უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნდა და მატჩი მოგებით დაასრულდა.  

თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში
21 ქულით საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე იყო, ხოლო 19 ქულითა და 12 მოხსნით  ორმაგი დუბლი ვასილ ბერუაშვილმა შეასრულა. ,,ბათუმის“
შემადგენლობაში ლევან ელიაძე გამოირჩა, რომელმაც ,,ზღვსპირელებს“ 16 ქულა შესძინა,
ხოლო ირაკლი მიქელაძეს ორმაგ დუბლამდე 1  პასი
დააკლდა – 13 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა.

 მატჩის დასრულების
შემდგომ ტრადიციულად გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც აღნიშნული გუნდების მწვრთნელებმა
და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

ნუგზარ ჭეიშვილი:
მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ უამრავი ხარვეზი გვქონდა,
რაც მომავალში გამოსასწორებელი გვექნება. საკმაოდ 
დიდი სხვაობა დაფიქსირდა რასაც არ ველოდით. ეს მატჩი ასეთ სხვაობას  ნამდვილად არ იმსახურებდა. აქცენტს გუნდურ თამაშზე
და კარგ პასებზე  ვაკეთებთ.

მიხეილ  კობეშავიძე: ახალაგაზრდა
შემადგენლობით ვთამაშობთ. გამოუცდელი მოთამაშეებით საკმაოდ რთულია ძლიერ გუნდებთან
თამაში და შედეგიც სახეზეა.  იმედია მომავალში
ჩვენი შემადგენლობა გაძლიერდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი
ვერ ვიქნებით.

ბექა ჩიკვილაძე:
გამარჯვების მიუხედავად უკმაყოფილო ვარ დაცვაში თამაშით. სამომავლოდ დაცვას  ბევრად მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ.

ნიკა რამიშვილი:
მივულოცავ თსუ-ს გუნდს გამარჯვებას და აღვნიშნავ ჩვენს  სუსტ თამაშს დაცვაში. ვეცდებით მომავალ მატჩებში
უკეთესად ვიასპარეზოთ.