თსუ–მ სოხუმს ცენტრალური მოუგო

თსუ–მ სოხუმს ცენტრალური მოუგო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ცენტრალურ მატჩში „სოხუმს“
დაუპირისპირდა და ანგარიშით 71:59 მოუგო. ეს გახლდათ სადებიუტო მატჩი სოხუმელთა
ლატვიელი მწვრთნელისთვის, თუმც აინარს ბაგატსკისმა მისი ახალი გუნდი წაგებისგან
ვერ იხსნა

შეხვედრა ვერ გამოვიდა დაძაბული, რისი მიზეზიც სტუდენტების გამართული
თამაში იყო. სოხუმელებმა პირველ მეოთხედში 9 ბურთი დაკარგეს, რის გამოც პერიოდი
13:20 წააგეს. მეორე მეოთხედშიც ვერ გამოასწორედ თამაში ლატვიელი სპეციალისტის დამოძღვრილმა
სოხუმელებმა და დიდი შესვენებისთვის თსუ უკვე 11 ქულით იგებდა.

რიჩარდ მათიაშვილი ჩინებულად ირჯებოდა ფარქვეშ. მისი შემჩერებელი
სოხუმელთაგან ვერავინ მოიძებნა. ასევე შედეგიანი იყო მიხეილ ბერიშვილი. სწორედ ამ
ორმა თსუ–ელმა კალათბურთელმა მოახერხა მატჩში ორმაგი დუბლის მითვლა.

მესამე მეოთხედში „სოხუმმა“ თამაში ოდნავ გამოასწორა, რაც ანგარიშშიც
აისახა – იუჯინ ჰარისისა და ლაშა ფარღალავას შედეგიანობით ანგარიშში სხვაობა 4
ქულამდე შემცირდა, მაგრამ სულ ეს იყო და ეს. ბოლო პერიოდში მიხეილ ბერიშვილმა
გარდამტეხი ქულები ჩააგდო, მას გიორგი გაფრინდაშვილი სწრაფი გარღვევებით შეეშველა
და თსუ–მ მორიგი გამარჯვებაც მოიპოვა.