თსუ ნახევრად ნახევარფინალშია

თსუ ნახევრად ნახევარფინალშია

დღეს გაიმართა ბოლო მეოთხედფინალური წყვილის პირველი მატჩი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა 24 ქულით აჯობა “ბათუმს” და თუკი მომდევნო შეხვედრასაც მოიგებს, ნახევარფინალში გავა.
რაკი თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს ევროჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ამ თსუ-“ბათუმის” მატჩს სპორტის დეპარტამენტის დარბაზმა უმასპინძლა. შეხვედრა თავიდან დაძაბული იყო, ზღვისპირელებმა პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს სტუდენტებს და დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ.კარგად ირჯებოდა ბათუმელთა ცენტრი მამუკა ბოლქვაძე, რომელმაც ფარქვეშ არაფერი დაუთმო სტუდენტებს. მეორე ტაიმიდან კი წყვილში ფავორიტი თსუ ამოქმედდა – ლუკა შანიძემ, გიოგი მარკოიშვილმა და შიო ხეცურიანმა ქულა ქულაზე იხვეჭეს, სტუდენტებს სოლიდური უპირატესობა დაუბევეს და თსუ-მაც საბოლოოდ იოლად იმარჯვა.მომდევნო თამაში, რომელიც 24 აპრილს ბათუმში უნდა გამართულიყო, გუნდების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხვალ თბილისში 11 საათზე გაიმართება.