თსუ – ქუთაისი 2:1

თსუ – ქუთაისი 2:1

დაძაბული გამოდგა ნახევარფინალური შეხვედრა  ,,ქუთაისსა“ და თსუ-ს შორის, რომელიც  სტუდენტებმა 77:66 მოიგეს.  სერიაში თსუ 2:1 დაწინაურდა და განმეორებით მატჩს
14 მაისს,

კვლავ ქუთაისში ჩაატარებს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ქუთათურებს
ორმაგი დუბლით, 15 ქულითა და 11 მოხნით მამუკა ბოლქვაძემ ულიდერა, ხოლო თსუ-ს მხრიდან
19 ქულით საუკეთესო რიჩარდ მათიაშვილი იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ილია ლონდარიძემ  მიითვალა – 17 ქულა და 10 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ ,,ქუთაისსა“ და თსუ-ს შორის ნახევარფინალური
სერიის მორიგი მატჩი 14 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება.