თსუ რუსთავულმა ენერგიამ წალეკა

თსუ რუსთავულმა ენერგიამ წალეკა

სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც წინა ტურში „ავიამშენი“ იმსხვერპლა, დღეს რუსთავში „ენერჯი–ინვესტთან“ უშანსოდ წააგო. ნუგზარ ჭეიშვილის გუნდი ყველაფერში დაიჩაგრა და საბოლოოდ 48–ქულიანი მარცხით გამობრუნდა ქვემო ქართლიდან.

თამაშს აზრი პირველივე ტაიმში დაეკარგა, როცა „ენერჯის“ სასტარტოებმა უდიდეს უპირატესობას მიაღწიეს. საწყისი მეოთხედის 16 ქულით მოგების შემდეგ რუსთაველებმა განაგრძეს რუსთაველთა კალათის დაწიოკება და მე–15 წუთისთვის უკვე 50:18 დაწინაურდნენ.გიორგი გამყრელიძეს ბევრი ქულა არ მოუგროვებია, მაგრამ მისი წვლილი „ენერჯის“ წარმატებაში უდიდესია. მან მხოლოდ 20 წუთი ითამაშა და 13 პასის მითვლა მოასწრო. მისი პასების ადრესატი ძირითადად დავით უგრეხელიძე იყო, რომელმაც 16 წუთში 19 ქულა მიითვალა – ფარქვეშ მისი შემჩერებელი არავინ აღმოჩნდა.მესამე მეოთხედში, როცა „ენერჯის“ გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა, მოედანზე რუსთაველთა სათადარიგოები გამოჩდნენ, რომლებმაც წარმატებით გააგრძელეს თანაგუნდელთა კარგად დაწყებული საქმე და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.მე–13 ტურის მეორე მატჩს ბათუმმა უმასპინძლა, სადაც მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი. „ბათუმი“ მესამე მეოთხედში 17 ქულით იგებდა, თუმცა შსს–მ მოახერხა და გადამწყვეტ ათწუთეულში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. ქულა–ქულა მიმდინარე ბოლო წუთებში მასპინძლებმა მაინც იძალეს და 76:71 გაიმარჯვეს.