,,წლის წიგნის” პრეზენტაცია

,,წლის წიგნის”   პრეზენტაცია

  26 დეკემბერს,
14 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში წლის შემაჯამებელი ჟურნალის
პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემაში თავმოყრილია ყველა ის ღონისძიება და შედეგები,
რომლის ორგანიზება კალათბურთის ფედერაციამ გასწია.

      კალათბურთის
ფედერაციის ორგანიზებით 2011-2012 წლების სეზონში მთლიანობაში 15 შეჯიბრი ჩატარდა.
ჟურნალში შესულია ამ ღონისძიებათა ყველა შედეგი. დეტალურადაა გადმოცემული საქართველოს
ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლა საერთაშორისო ასპარეზზე.

     ,,წლის
წიგნში“  გამოყენებულია საქართველოს კალათბურთის
მსაჯთა კავშირისა და კალათბურთის ფედერაციის 5 ვებ-გვერდის სტატისტიკური მასალები
– gbf.ge, superleague.ge, u-16.ge, u-18.ge, u-20.ge

      წლის შემაჯამებელი
წიგნი პირველად გამოდის და ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. მის გამოცემაში კალათბურთის
ფედერაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს კომპანია „ნატახტარმა“, „ბორჯომმა“, აუდიტურმა
კომპანია „ცოდნისამ“ და ტოტალიზატორმა „ევროპაბეთმა“.