ტური ბათუმში თსუ–ს გამარჯვებით გაიხსნა

ტური ბათუმში თსუ–ს გამარჯვებით გაიხსნა

მე–7 ტურის პირველი მატჩი დღეს ბათუმში გაიმართა, სადაც სუპერლიგის
ერთ–ერთი ლიდერი თსუ ჩავიდა და მასპინძლები 100:86 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ
დაძაბული იყო, მაგრამ
საბოლოოდ სტუმრებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

შეხვედრის საწყისი მეოთხედი მასპინძლებმა 6 ქულით მოიგეს, თუმცა მეორე
ათწუთეულში თსუ–მ საკუთარი ძალა გამაოჩინა და პერიოდი დამაჯერებლად – 29:11
იმარჯვა. შესაბამისად, დიდი შესვენების შემდეგ თბილისელები 12 ქულით დაწინაურდნენ.

მასპინძლები არ შედრკნენ და მესამე მეოთხედში გვარიანი სათამაშო
უპირატესობა მოიპოვეს. დავით უსტიაშვილის გუნდმა მესამე ათწუთეულში ანგარიშის
გათანაბრება მოახერხა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანგარიში 70:70 იყო. ბოლო
ათწუთეულში თსუ–მ საბოლოოდ გატეხა „ბათუმი“ და მიმდინარე სეზონში მე–5 გამარჯვება
იზეიმა.

სტუდენტებს მიხეილ ფანჩულიძემ ულიდერა, რომელმაც თსუ–ს 35 ქულა
შესძინა. ბათუმელთაგან კი 22 ქულით ივანე მაისურაძე გამოირჩა, ლაშა კეშელავამ კი
14 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. ტურის დანარჩენი 4 მატჩი ხვალ, 4 დეკემბერს, სპორტის
სასახლეში გაიმართება.

მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=304