ტურის ბოლო შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ტურის ბოლო შეხვედრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

სუპერლიგის მე-4 ტური ,,ოლიმპისა” და ,,მგზავრები-არმიის” გუნდებს შორის შეხვედრით დასრულდება.
გაგაცნობთ გუნდების მწვრთნელების კომენტარებს, რომლებიც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): რაც მოწინააღმდეგეებისან და მაყურებლისგან მსმენია, დღეს ფავორიტად ჩვენ მივიჩნევით, ალბათ იმის გამო, რომ ,,სოხუმი” დავამარცხეთ. თუმცა, მე ასე არ მგონია. ვფიქრობ, თანაბარი შანსები გვაქვს და დიდი ბრძოლა გველის. ვეცდებით, გავამართლოთ იმედები. 4

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის” მთავარი მწვრთნელი): ,,ოლიმპი” ახალგაზრდული და ძალიან ამბიციური გუნდია, მისასალმებელია ასეთი გუნდის არსებობა. რაც შეეხება თამაშს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ბოლომდე ვიბრძოლებთ მოსაგებად. დანარჩენს თამაში გვაჩვენებს.