ტურის ბოლო თამაშის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ტურის ბოლო თამაშის წინასამატჩო პრესკონფერენცია

სპორტის სასახლეში სრულდება საკალათბურთო სუპერლიგის პირველი დღე. ტურის ბოლო მატჩი ,,სოხუმისა” და ,,რუსთავის” გუნდებს შორის შედგება. თამაშის დაწყებამდე გუნდების მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. 
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’
მთავარი მწვრთნელი): მთელ საქართველოს მივულოცავ ჩემპიონატის დაწყებას,
მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სირთულისა, სამინისტროსა და ფედერაციის ერთობლივი მუშაობით
ჩემპიონატი დაიწყო და სისტემაც ნელ-ნელა დალაგდება. იმედია, საინტერესო და სანახაობრივი
სეზონი გვექნება. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ვფიქრობ, ფავორიტი ,,რუსთავია’’ და
შანსები მათ სასარგებლოდაა. თუმცა შევეცდებით ლამაზი კალათბურთი ვაჩვენოთ და მაყურებელიც
კმაყოფილი დარჩეს.

მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის’’
მთავარი მწვრთნელი):მეც გილოცავთ ჩემპიონატის დაწყებას. აღარ ჩამოვთვლი
იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობდა. მთავარია, სეზონი დაიწყო, ჩემპიონატი ჩატარდება
და მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა გუნდს და ფედერაციას მათ საქმეში. დღევანდელ თამაშში,
ჩემი აზრით, ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, თუმცა ჩვენ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ
და დღესაც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სეზონი წარმატებულად დავიწყოთ.