ტურის საუკეთესო ხუთეული

ტურის საუკეთესო ხუთეული

ტურის ცენტრალური მატჩი საკმაოდ ქულუხვი და საინტერესო გამოვიდა. აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა თსუ-სთან მატჩში დაამტკიცა, რომ საჩემპიონო ამბიცია აქვს. მიხეილ კობეშავიძის გუნდმა უშუალო კონკურენტს მოუგო და მეორე ადგილზე გამყარდა.

 შეხვერდრის დებიუტი თანაბარი იყო, თუმც აგრარელებმა მეორე მეოთხედიდან ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 57:49.

მესამე მეოთხედში თსუ-მ მოახერხა გაბათილება და წინაც კი გავიდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთები აგრარელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაც ბექა წივწივაძის და თორნიკე ნინიაშვილის დამსახურებაა. საბოლოოდ აგრარელებმა 10 ქულით იმარჯვეს და თითქმის გაინაღდეს რეგულარული ჩემპიონატის მეორე ადგილი.

დრამატული გამოდგა მეორე მატჩი, რომელშიც „სამედიცინო-აკადემიამ“ თითქმის მოგებული მატჩი წააგო. თავიდან „დინამო“ 16 ქულას კი იგებდა, მაგრამ მედიკოს–აკადემიელებმა მოახერხეს გაბათილება და წინ 10 ქულითაც გაიჭრნენ. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, რომლის გმირი დინამოელი დუდა სანაძე გამოდგა. დუდამ ბოლო 20 წამში 8 საჯარიმო ჩააგდო და 6 ამათგანი ბოლო 1,5 წამზე მოდის. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, სანაძემ მატჩის ბოლო წამნახევარში 6 საჯარიმო ესროლა.

ეს ყველაფერი ტექნიკური ჯარიმის გამო მოხდა, რომელიც მედიკოს-აკადემიელთა სამწვრთნელო შტაბის უდისციპლინობას მოჰყვა.

საქმე ასე იყო: „სამედიცინო-აკადემია“ ქულას იგებდა, თამაშის დასრულებამდე 8 წამი რჩებოდა და დინამოელები მერაბ ბოქოლიშვილზე დაჯარიმდნენ. ამ უკანასკნელმა მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და „დინამოს“ 2 ქულა დარჩა გასაბათილებელი. დინამოელებმა ბურთი გაათამაშეს და გადამწყვეტი სროლა სანაძემ ითავა, რომელზეც მეურვე სირენამდე 1,5 წამით ადრე დაჯარიმდა. „სამედიცინო-აკადემიის“ მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ ჯარიმა არ იყო და პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს, რის გამოც მსაჯისგან ტექნიკური დაიმსახურეს. დუდა სანაძემ კუთვნილი 2 საჯარიმოც ჩააგდო, ტექნიკურის გამო ბოძებული 2 ბონუს-სროლაც მიითვალა და ბურთი შემოსატანად დიმოელებს დარჩათ. მედიკოს-აკადემიელები ისევ დაჯარიმდნენ სანაძეზე და ამ უკანასკნელმა ისევ უშეცდომოდ ისროლა და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა. ამ მოგებით „დინამომ“ ოფიციალურად გაინაღდა საპლეიოფო რვეულში მოხვედრა.

ტურის ბოლო მატჩის დასაწყისი საინტერესო იყო. სოხუმელები თავიდან თითქმის ყველა მეტოქეს უძალიანდებიან, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწევად ძალები და ალბათ კლასი აღარ ყოფნით. ასე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდთან მატჩშიც, რომლის პირველი მეოთხედი ფრედ (22:22) დასრულდა, ხოლო დიდი შესვენებისთვის შსს მხოლოდ 5 ქულას იგებდა.