ვერამ მეგას დაძაბულ ბრძოლაში სძლია

ვერამ მეგას დაძაბულ ბრძოლაში სძლია

სანაკრებო ფანჯრის შედეგად დაწესებული დასვენების შემდეგ სუპერლიგა განახლდა. დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 4 მატჩიდან პირველში ერთმანეთს “მეგა” და “ვერა” შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ საინტერესოდა წარიმართა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობის შემდეგ საბოლოოდ ვერელთა გამარჯვებით – 89:87 (სტატისტიკა) დასრულდა. 

პირველი პერიოდი “მეგამ” 24:21 მოიგო, რის შემდეგაც უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 47:38. მესამე პერიოდი ვერელთათვის გარდამტეხი აღმოჩნდა. დავით გასიტაშვილის გუნდმა ათწუთეული 26:11 მოიგო და ბოლო პერიოდს ლიდერის როლში შეხვდა. 

ყველაფერი ბოლო პერიოდში გადაწყდა. ზაკ სელიასის და თაჩ უნრუჰის ლიდერობით “ვერამ” ლიდერობა 10 ქულამდე გაზარდა და მართალია, ბოლო წუთზე “მეგამ” ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, საბოლოოდ მაინც ვერას გახდა. გამარჯვებულებს 28 ქულით, 11 მოხსნით და 7 პასით ზაკ სელიასმა ულიდერა. 20 ქულა თაჩ უნრუჰმა მიითვალა, ხოლო ვახტანგ ქადარიას ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. “მეგაში” 33 ქულით ოთარ ბულიავა გამოირჩა. 19 ქულა და 11 მოხსნა დენგი აკუთის ანგარიშზეა.