“ვესტა” 14-წლამდელთა ჩემპიონატიდან მოიხსნა

“ვესტა” 14-წლამდელთა ჩემპიონატიდან მოიხსნა

სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 14–წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე გუნდი „ვესტა“ გათამაშებიდან მოიხსნა.
დებულების თანახმად,
თუკი გუნდი კალენდრით გათვალისწინებულ მატჩზე არ გამოცხადდება, მას წაგება ეთვლება და ფინანსური სანქცია ეკისრება. გამოუცხადებლობის მეორე შემთხვევის დროს კი ფინანსურ სანქციასთან ერთად გუნდი გათამაშებიდან იხსნება და მომავალ სეზონში ჩემპიონატში მონაწილეობა ეკრძალება. გასულ შაბათს „ვესტა“ „გორის“ წინააღმდეგ სათამაშოდ არ გამოცხადდა, რაც ამ გუნდისთვის მიმდინარე ჩემპიონატში მეორე შემთხვევა იყო და დებულების გათვალისწინებით „ვესტა“ გათამაშებიდან მოიხსნა.