ვიტაბიოტიქსმა სუპერლიგის გუნდებს სპეციალური პროდუქცია გადასცა

წარმატებით გრძელდება საკალათბურთო სუპერლიგისა და ბრიტანული
კომპანია „ვიტაბიოტიკსის“ თანამშრომლობა. ბუნებრივი პროდუქციისგან დამზადებული ვიტანიმების
მწარმოებელმა კომპანიამ პლეი ოფის თბილისში გამართული მატჩების მონაწილე გუნდების წარმომადგენლები
საკუთარი პროდუქციით და ფასდაკლების ბარათებით დააჯილდოვა. მწვრთნელებს და მოთამაშეებს
„ვიტაბიოტიკსის“ პროდუქცია და ფასდაკლების ბარათები კომპანიის წარმომადგენელმა ელენე
გუმბერიძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გადასცა. ფასდაკლების ბარათების გამოყენება გუნდების წევრებს “სახალხო აფთიაქის” ქსელში შეეძლებათ.