გუშინ ტყიბულში დაწყებული სუპერლიგის მე-4 ტური დღეს თბილისსა და რუსთავში გრძელდეგა. დედაქალაქში დაგეგმილი 2 შეხვედრიდან ერთი უკვე დასრულდა. სუპერლიგის დებიუტანტმა “რაშმა” ზესტაფონის “მარგვეთს” თბილისი არენაზე უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით დაამარცხა – 106:96 (სტატისტიკა).
შეგახსენებთ, რომ რაში ახალშექმნილი გუნდია, რომელმაც სუპერლიგაში ადგილი “კაკტუსისტან” ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ რაშს დებიუტი შტამბეჟდავი ჰქონდა – სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონ რუსთავს დამაჯერებლად სძლია, თუმცა მომდევნო 2 შეხვედრა შესაბამისად გაუ-სთან და დღეს მარგვეთთან დათმო.
დღევანდელი შეხვედრაში რაშს წარმატების შანსი ჰქონდა, მაგრამ საბოლოო წარმატების მისაღწევად ძალა არ ეყო. საწყის 5 წუთში ლიდერი ბევრჯერ შეიცვლა, თუმცა შემდეგ მარგვეთის უკანახაზელმა, მაიკლ მეისმა მიზანი გაისწორა, ტაიშონ კროუფორდი კი ფარქვეშ გამაგრდა და ზესტაფომა ათწუთეული 33:23 მოიგო. მეორე პერიოდი რაშის გამოდგა. სანდრო სანაძის და განსაკუთრებით ბრენდონ ოლსენის მექულეობით ლეჟავას გუნდმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო მე-3 პერიოდში წინაც გავიდა (63:62).
სწორედ ამის შემდეგ ზესტაფონელთა უკანახაზელი, ლუკა ზაქრაძე ამოქმედდა, რომელსაც ლეგიონერებიც შეეშველნენ და მე-3 პერიოდის ბოლომდე მარგვეთს ხელჩასაჭიდი უპირატესობა დაუბევეს – 81:72. მეოთხე ათწუთეულმა თანაბარ ბროძლაში ჩაიარა. მარგვეთმა მეტოქე ახლოს აღარ მიუშვა და საბოლოოდ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
მარგვეთს 31 ქულითა და 11 მოხსნით კროუფორდმა ულიდერა. 30 ქულა და 9 პასი ლუკა ზაქრაძემ მიითვალა. მაიკლ ჰეისის ანგარიშზე 29 ქულა და 4 პასი დაგროვდა. რაშის შემადგენლობაში 22 ქულითა და 8 პასით ბრადენ ოლსენი გამოირჩა. დექუან უილიამსის ანგარიშზე 19 ქულა, 10 მოხსნა და 5 ჩაჭრა დაგროვდა.