ჟურნალისტების საყურადღებოდ – ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

ჟურნალისტების საყურადღებოდ – ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება. 30 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი), საქართველოს ნაკრები ვარჯიშს გამართავს, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვისა და დაინტერესებული გულშემატკივართათვის ღია იქნება. მას-მედიის წარმომადგენლებსა და ნაკრების წევრებთან შეხვედრის მსურველებს ვთხოვთ, მობრძანდნენ სპორტის სასახლეში 30 აგვისტოს, 20:15 საათისთვის