ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ქუთაისი მასპინძლობს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ქუთაისი  მასპინძლობს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ
ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირს ლეგენდარული კალათბურთელების
მშობლიური
ქალაქი ქუთაისი მასპინძლობს. ოლიმპიური ჩემპიონების ხსოვნის ტურნირი 2006
წლიდან თბილისში იმართება, გასულ წელს კი გათამაშების მხოლოდ ფინალურ მატჩს
ქუთასისმა უმასპინძლა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ქორქიასა და საკანდელიძის
მემორიალს მომავალი წლიდან იმერეთის დედაქალაქი უმასპიძლებდა.

მემორიალში მონაწილეობას 8 გუნდი
მიიღებს. სუპერლიგის კლუბებთან ერთად ქუთაისში თავს „ა“ ლიგის წარმომადგენელი
„წყალტუბო“ მოიყრის. გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი და 1 წრის თავზე პირველ
ადგილზე გასულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 12, 13 და 14
იანვარს გაიმართება. ფინალში გასული გუნდები სატიტულო მატჩში ერთმანეთს მიხეილ
ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში 16
იანვარს  შეხვდებიან. გამარჯვებულს
ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო ტურნირზე
დაწესებული იქნება ინდივიდუალური პრიზებიც – საუკეთესო უკანახაზელისა და
ფორვარდისთვის.

ქორქია-საკანდელიძის მემორიალური
ტურნირის ორგანიზატორები არიან ქ. ქუთაისის  მუნიციპალიტეტის მერია
და საქართველოს კალათბურთის ეროვნული  
ფედერაცია.