დღეს იწყება 14-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგის პლეი ოფი, რომელშიც რეგულარული ჩემპიონატის შედეგად შერჩეული 8 გუნდი მონაწილეობს. ამ 8 გუნდიდან 4-ს A ლიგაში გადასვლის შანსი არ აქვს, რაც დებულების ერთ-ერთი ქვაკუთხედის გამოა, რომლის მიხედვითაც უმაღლეს (A) ლიგაში ერთი საკალათბურთო სკოლის წარმომადგენელს მხოლოდ 1 გუნდის გამოყვანის უფლება აქვს. შესაბამისად, ზაზა 2-ს, ზაზა 3-ს, თბილისი ბასკეტი 2-ს და აკადემია 2-ს უმაღლესში გადასვლა არა, მაგრამ B ლიგის ჩემპიონობის და საპრიზო ადგილების დაკავების შესაძლებლობა გააჩნიათ.
მეორე ოთხეული კი, რომელსაც თელავი, ბრუკლინი, მეგა და ივერიონი შეადგენენ, A ლიგაში წარმომადგენლის არყოლის გამო საშუალება აქვთ, უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვონ. ამ ოთხ შორის რომელიც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს, A ლიგის საგზურიც მას ერგება. მომდევნო 2 გუნდს კი საკვალიფიკაციო რაუნდში შეეძლება უმაღლესი ლიგის საგზურების მოპოვება.
შეგახსენებთ, რომ 14-წლამდელთა B ლიგაში სტანდარტულად 24 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი და თითოეულმა 10 ტური ჩაატარა. შედეგად, თითო ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო გავიდა (იხილეთ საბოლოო ცხრილი) და მეოთხედფინალის ბადემაც წარმოდგენილი სახე მიიღო, სადაც ასევე ნახავთ თამაშების კალენდარს.
აღვნიშნავთ, რომ პლეი ოფში 2-მატჩიანი სერიები ჩატარდება. (იხილეთ სრული დებულება).