ასაკობრივი ჩემპიონატების რეგისტრაცია დაიწყო და 24 მაისამდე გაგრძელდება

ასაკობრივი ჩემპიონატების რეგისტრაცია დაიწყო და 24 მაისამდე გაგრძელდება

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ასაკობრივი ჩემპიონატების დასაწყებად ემზადება. მიმდინარე სეზონში ჩატარდება Junior NBA-GBF ლიგა, 14, 16, 18 და 20 წლადელთა ტურნირები. თუ როგორი ფორმატით ჩატარდება აღნიშნული ტურნირები და რამდენი გუნდი მიიღებს თითოეულში მონაწილეობას, ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც ფედერაციას ექნება ზუსტი ინფორმაცია მონაწილეობის მსურველი გუნდების შესახებ. ამ მიზნით, ყველა იმ გუნდმა, რომელსაც სურს მიმდინარე სეზონის ასაკობრივ ტურნირებში მონაწილეობა, ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მოგვწეროს და დააფიქსიროს, რომელი ასაკის ტურნირში და რამდენი გუნდით აპირებს თამაშს.

ზოგადი ფორმატით, თითოეულ ასაკში გაიმართება საკვალიფიკაციო ტურნირი და წარმატებულები “ა” ლიგაში იასპარეზებენ, ხოლო დანარჩენები, სურვილისამებრ “ბ” ლიგაში გამოვლენ. გუნდებს შესაძლებლობა აქვთ, პირდაპირ “ბ” ლიგაში მონაწილეობაზე გააკეთონ განაცხადი, საამისოდ, საჭიროა, თქვენს მიერ გამოგზავნილი სარეგისტრაციო წერილში ასაკთან ერთად დააფიქსიროთ საკვალიფიკაციო ტურნირში გსურთ მონაწილეობა, თუ ამ ასაკის – “ბ” ლიგაში.

ცალკე მოგვწერეთ Junior NBA-GBF ლიგაში მონაწილეობის მსურველებმა, რომელიც დანარჩენ ტურნირებისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება.

წარმოგიდგენთ თითოეული ასაკობრივ ტურნირიში მონაწილე მოზარდების შესაბამის დაბადების წლებს:

U20 → 2001-2002
U18 → 2003-2004
U16 → 2005-2006
U14 → 2007-2008
Junior NBA-GBF → 2009-2010-2011

სარეგისტრაციო წერილის მეილზე გამოგზავნის ბოლო ვადაა 24 მაისი (შუადღის 12:00 საათი).
მოგვწერეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geounderleague@gmail.com