ესპანური ლიგის რეკორდსმენი – გიორგი შერმადინი პირველია !

ესპანური ლიგის რეკორდსმენი – გიორგი შერმადინი პირველია !

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ოფიციალურ საიტზე შეაჯამეს იანვრის შედეგები და გიორგი შერმადინი რეალელ ედი ტავარეშთან ერთად თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

იგი თვის MVP მეთერთმეტედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია – აქამდე მასსა და ტანოკა ბერდს ეს ჯილდო 10-10-ჯერ ჰქონდათ მოგებული.

იანვარში შერმადინი საშუალოდ 18.6 ქულას, 6.4 მოხსნასა და 2 პასს აგროვებდა. ორქულაინები 69.8-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა, საჯარიმოები – 97.1 პროცენტით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ლიგა ენდესამ“ ქართველი ცენტრი მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. შერმადინისთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში რიგით მე-18 ტურის MVP-ის ტიტულია, რაც ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია.

აღნიშნული შედეგით შერმადინმა გადაასწრო ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს, რაც უკვე ისტორიული შედეგია და შანსი აქვს, ლიდერებიც ჩამოიტოვოს. ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის ტიტული ყველაზე მეტჯერ (19-19) მოგებული აქვთ ლეგენდარულ არვიდას საბონისსა და თავის დროზე ესპანეთში NBA-დან გადასულ ლო როს. ქართველ კალათბურთელს 2 ტიტული აკლია, ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის ლიდერი გახდეს ტურის საუკეთესო მოთამაშის მოგებული პრიზების მხრივ.