საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის ახალი სეზონი ესტონეთიდან დაიწყო. 2008 წელს დაბადებულთა ნაკრებს ნიკა ცინცაძე წვრთნის, რომელსაც ასისტენტობას ლევან ტყეშელაშვილი და ნიკა ბურჯანაძე უწევენ. მოგეხსენებათ, 16-წლამდელთა ნაკრებმა (2007-წლიანებმა) გასულ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა და ელიტარული, A დივიზიონის საგზური მოიპოვა. ხოლო ეს ნაკრები, რომელიც ესტონეთში იმყოფება, მომდევნო თაობაა და ისინი 2008 წელს არიან დაბადებულნი.
იმ ნაკრებიდან ამ 16-წლამდელებში თამაში მხოლოდ 2 კალათბურთელს, ილია სულაძესა და მათე ხატიაშვილს უწევთ, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ და ამჯერად ნაკრებთან ერთად არ არიან. საქართველოს 2008-წლიანთა ნაკრები ტარტუში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:
მათე ყავლაშვილი, ირაკლი ქარდავა, დავით ჭუაძე, გიორგი ბოხუა, საბა ჟღენტი, მათე ნებიერიძე, გიორგი მუშკუდიანი, ზაურ კანაშვილი, ლაშა ხუნდაძე, დიანის გრიგორიანი, შიო ნარიმანიძე, დაჩი გომურაშვილი.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთში გამართული 5 მატჩიდან 3 მოიგო, 2-ში კი მარცხი განიცადა. 3 ოქტომბერს გამართული ორივე შეხვედრა ქართველებმა დათმეს:
საქართველო U16 – ტარტუ (ესტონეთი) 37:61 (სტატისტიკა)
პუჰუ ვანტაა (ფინეთი) – საქართველო U16 52:48 (სტატისტიკა)
4 ნოემბერს საქართველომ ორივე შეხვედრა მოიგო:
საქართველო U16 – ბლეკებერგი (შვედეთი) 69:54 (სტატისტიკა)
ტურკუ (ფინეთი) – საქართველო U16 48:57 (სტატისტიკა)
5 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ესტონეთში ბოლო მატჩი გამართა:
უკრაინა U16 – საქართველო U16 53:75 (სტატისტიკა)
მთლიანობაში ევროპის 16-წლამდელთა ახალგაზრდული ლიგის პირველ დივიზიონში 16 გუნდია. შესაბამისად, თითოეულ გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში 15 მატჩის ჩატარება უწევს. საქართველომ საწყისი 5 მატჩიდან 3 მოიგო. მომდევნო 10 შეხვედრას ჩვენი გუნდი 2 წრის ფარგლებში – 2024 წლის 18-21 იანვარს რიგაში (ლატვია) და 14-17 მარტს ვილნიუსში (ლიეტუვა) გამართავს.