დღეს გაირკვა თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის 4 ნახევარფინალისტი. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ჩემპიონატს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ატარებს, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს შესარჩევ ტურნირს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის.
მეოთხედფინალში გასულმა 8 გუნდმა საქართველოს პირველობის საგზურები მოიპოვეს და ბრძოლას თბილისის ჩემპიონობისთვის აგრძელებენ. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მეოთხედფინალებში ბრძოლა არ შედგა. მხოლოდ ერთი შეხვედრა, აკადემია 1-ისა და ზაზა 3-ის დაპირისპირება იყო მეტნაკლებად თანაბარი, რომელიც აკადემიელთა 9-ქულიანი გამარჯვებით – 74:65 დასრულდა.
ერთი მეოთხედფინალი არ შედგა. ოვერტაიმს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა ვინგსთან. რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, ჰიუნდაი-იბერმა 101:39 სძლია აკადემია 2-ს, ხოლო ზაზა ფაჩულიას აკადემიის მეოთხედფინალური დერბი პირველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვების დასრულდა.
ხვალ, 24 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილ ნახევარფინალებში ვინგსი 1 აკადემია 1-ს შეხვდება, ხოლო ჰიუნდაი-იბერი ზაზას აკადემიას დაუპირისპირდება.