14 და 16 წლამდე გოგონათა საქართველოს ჩემპიონატები დაიწყო. წინა წლებთან შედარებით, გოგონათა ასაკობრივ გუნდებში მეტი აქტივობაა, რაც ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდაში გამოიხატა. 14 წლამდელების ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობს, ხოლო 16-ებში – 10. ორივე ტურნირში 3 ჯგუფია შექმნილი და სანამ პლეი ოფი დაიწყებოდეს, გუნდები 2 წრედ ითამაშებენ.
აღნიშნული ტურნირების შედეგების ნახვა ჩვენს ვებ-გვერდზე, შესაბამის – ქალთა ლიგის განყოფილებაში შეგეძლებათ. 16-წლამდელთა ტურნირში იწარმოებს სტატისტიკა და ანგარიშების მსვლელობის თვალის დევნება ლაივ-რეჟიმში შეგეძლებათ. პირველივე დღეს გამორჩეული შედეგი დაფიქსირდა 16-წლამდელებში. დინამომ ხაშურს 61:37 (სტატისტიკა) სძლია და ამ მატჩში ოთხმაგი დუბლი დინამოელმა ანა გელაშვილმა გაიფორმა. 16-წლამდელთა ნაკრების წევრმა 20 ქულა, 35 მოხსნა, 13 ჩაჭრა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
19 მარტს გამართულ დანარჩენ მატჩებში კასპმა 44:12 დაამარცხა ბაღდათი, ბასტიონმა 87:23 მოუგო რუსთავის აკადემიას, ხოლო ორბმა 53 ქულით – 79:26 აჯობა რუსთავს.
20 მარტს დიღმის სპორტულ დარბაზში ქალთა 16-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩი გაიმართება.