1-ლი ექსპერიმენტული ჰიუნდაი ფინალურ სერიაში დაწინაურდა

1-ლი ექსპერიმენტული ჰიუნდაი ფინალურ სერიაში დაწინაურდა

14-წლამდელთა ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. 26 ივნისს საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა გათამაშების ფინალური სერიის პირველ მატჩს უმასპინძლა. ,,1-ლი ექსპერიმენტული ჰიუნდაი’’, რომელმაც ნახევარფინალურ სერიაში ,,აკადემია’’ 2:0 დაამარცხა, ფინალში ,,ფოთს’’ დაუპირისპირდა, რომელმაც ნახევარფინალიდან ,,დინამო’’ გამოთიშა.

ფინალის პირველი მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული და საინტერესო. მასპინძლებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე ლიდერობა ხელიდან არ გაუშვიათ. ჰიუნდაელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს და სტუმრები დიდი სხვაობით 92:50 დაამარცხეს.

გამარჯვებულებს 21 ქულით და 9 მოხსნით ლევან წენგუაშვილმა ულიდერა, 20 ქულით და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა გივიკო გოგიტაშვილმა, ნიკოლოზ აბაშიძემ კი 15 ქულა მოაგროვა.

ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის საუკეთესო იყო ,,ფოთის’’ ლიდერი ოთარ პერტაია, რომელმაც 28 ქულასთან ერთად 15 მოხსნაც მიითვალა.

ფინალის მეორე შეხვედრა ფოთში, 30 ივნისს გაიმართება. ფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება და თუკი ამ შეხვედრაშიც ,,ჰიუნდაი’’ იმარჯვებს, ოქროს მედლების და საჩემპიონო თასის მფლობელი გახდება.