14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები თბილისში, რუსთავსა და ბათუმში გაიმართა.
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შედგა ,,მარნეულისა“ და კნაუფ-აკადემიის დაპირისპირება, სადაც აკადემიელებმა მეტოქე 76:25 გაანადგურეს. აკადემიამ ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და იოლი გამარჯვება მოიპოვა. მარნეულის ,,ინტერს“ 13 ქულა ბიძინა შამფრიანმა შესძინა, ხოლო აკადემიას 12 ქულით ლუკა ბულაშვილმა ულიდერა.
საინტერესო გამოდგა ,,რუსთავისა“ და ,,ქუთაისის“ შეხვედრა, სადაც ქუთაისელებმა მეტოქე სტუმრად 19 ქულის სხვაობით 78:68 დაამარცხეს. თავდაპირველად მატჩი რუსთაველთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეორე ნახევარში ,,იმერლები“ აქტიურად ათამაშდნენ და 37:33 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში ქუთაისელებმა მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და წინ 58:45 გავიდნენ. ,,რუსთავი“ დასკვნით მეოთხედში გააქტიურდა თუმცა ეს მოსაგებად არ საკმარისი არ აღმოჩნდა. ქუთასმა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და შეხვედრა მოგებით დაასრულა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა. საბა გაგოშიძემ 26 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა, ხოლო ლადო ფურცხვანიძემ – 19 ქულა და 22 მოხსნა. რუსთაველეთა მხრიდან ორმაგი დუბლით გამოირჩა ნიკა აბაიშვილი, რომლის ანაგრიძზეც 20 ქულა და 10 მოხსნაა.
,ბათუმმა“ უმასპინძლა ,,ჰიუნდაის“ და მეტოქე დიდი ანგარიშით, 67:45 დაამარცხა. ,,ზღვისპირელებმა“ თავიდანვე მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და სოლიდური მოგება გაიფორმეს. ,,ჰიუნდაის“ რიგებში ორმაგი დუბლი გოგა ბიწაძისა (13ქ.11მ) და თორნიკე აბულაძის ანგარიშზეა (14ქ.10მ), ხოლო ბათუმელთა შემადგენლობაში საუკეთესო დავით აფხაზავა აღმოჩნდა, რომელიც 34 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი და ამავდროულად მატჩის ბომბარდირი გახდა.