14-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. რეგულარულის ბოლო ორ მატჩში
ერთმანეთს ,,ქუთაისი” – ,,ბათუმი” და ,,რუსთავი” – ,,ავერსი” უპირისპირდებოდნენ.
,,ქუთაისმა” ,,ბათუმს’ უმაპსინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 2-ქულიანი სხვაობით 75:73 იმარჯვა. ქუთაისელებს 24-24 ქულით გიორგი ვადაჭკორიამ და ვიტალი ცქიფურიშვილმა ულიდერეს. ზღვისპირელთაგან კი საუკეთესო იყო თორნიკე იაკობაძე, რომელმაც 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. . 20 ქულა მიითვალა ბათუმელმა ალეკო ანანიძემ.
რაც შეეხება ,,რუსთავი” – ,,ავერსის’ შეხვედრას, ავერსელები თამაშზე არ გამოცხადნენ და შესაბამისად რუსთაველებს ტექნიკური მოგება ჩეთვალათ – 20:0.
14-წლამდელთა რეგულარული ჩემპინატის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
თ. მ. წ ქ.
- ორბი 14 13 1 27
- ავერსი 14 12 2 25
- რუსთავი 14 10 4 24
- აკადემია 14 8 6 22
- ბათუმი 14 6 8 20
- ჰიუნდაი 14 4 10 18
- ქუთაისი 14 4 10 15
- ლომები 14 0 14 13