14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. პირველ მატჩში ერთმანეთს „მართვე“ და „ჰიუნდაი“ შეხვდნენ. შეხვედრა ჰიუნდაელთა გამარჯვებით – 96:51 დასრულდა.
გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბიძინა ფეიქრიშვილი გამოირჩა, 20-20 ქულა მოაგროვეს ლუკა ხობელიამ და დაჩი ქავთარაძემ. „მართვეში“ 22 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო ნიკა ლობჟანიძე გახლდათ.
მართვე – ჰიუნდაი 51:96

ჩემპიონატის მეორე მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც
სათამაშოდ ,,ხაშური’’ ჩავიდა. მასპინძლებმა იოლად, დიდი სხვაობით დაამარცხეს მეტოქე
– 135:26.

ქუთაისელთა შორის საუკეთესო გიორგი ჭეიშვილი იყო 34
ქულით, 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ლუკა კანთელაძემ, სამმა კალათბურთელმა ორმაგი
დუბლი შეასრულა – ავთო მანჯგალაძემ (18ქულა, 10მოხსნა), სანდრო მამაგეიშვილმა(10ქულა,
10მოხსნა) და პაპუნა კირთაძემ (14ქულა, 13პასი), ამ უკანასკნელმა 8მოხსნაც მიითვალა,
ცოტნე ნანობაშვილს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 15ქულა, 9მოხსნა.
ქუთაისი – ხაშური 135:26
14-წლამდელთა ჩემპიონატში 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი:
ა ჯგუფი: ქუთაისი, რუსთავი, ზესტაფონი, ხაშური, მართვე 1, ჰიუნდაი, ორბი
ბ ჯგუფი: ფოთი, გორი, ბათუმი, თსსუ, იბერი, მართვე 2, აკადემია, ნაკრები (გოგონები)
გუნდები ჯგუფში 2 წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფიდან 4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა. პლეი ოფში ვერგასული გუნდები ერთმანეთში 9-15 ადგილებს გაითამაშებენ.
მეოთხედფინალი ერთმატჩიანი იქნება, ხოლო ნახევარფინალური და ფინალური სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება. პლეი ოფის სერიაში გუნდებს მოედნის უპირატესობა ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით მიენიჭებათ.
1999 წელს დაბადებულ გოგონათა ოლიმპიური ნაკრები 14-წლამდელთა ჩემპიონატში კონკურსგარეშე, გამოცდილების მისაღებად ასპარეზობს. გოგონათა გუნდმა 2015 წლის ივლისში თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს სახელი უნდა დაიცვას.