20 იანვარს საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. 1999 წელს დაბადებულთა პირველობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, რამეთუ ეს ის ასაკია, რომლის წარმომადგენლებმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სახელი უნდა დაიცვან. 1999 წელს დაბადებულთა გასულმა – 2012 წლის ჩემპიონატმა საინტერესოდ ჩაიარა, რომელიც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი „ჰიუნდაის“ გამარჯვებით დასრულდა. ჰიუნდაელებმა ფინალში „კარდინალები“ 47:40 დაამარცხეს და ეს გუნდები 2013 წლის გათამაშებაშიც ფავორიტებად მიიჩნევიან. მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა: ახალ ჩემპიონატში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 5 რეგიონების წარმომადგენელია – გორი, ხაშური, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი. დანარჩენი 11 გუნდი თბილისური იქნება. გათამაშების ფორმატის თანახმად გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი, რომლებიც ერთმანეთში 2 წრედ ითამაშებენ და პლეი ოფში თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო გავა.
აქვე წარმოგიდგენთ ტურნირში მონაწილე გუნდებს:
„ა“ ჯგუფი
კარდინალი-ორბი, აკადემია 1, ჰიუნდაი 2, რუსთავი, დინამო, გორი, ვესტა, ნიკეა
„ბ“ ჯგუფი:
ჰიუნდაი-I ექსპერიმენტალური, აკადემია 2, ქუთაისი, ბასტიონი, მართვე, თსსუ, ფოთი, ხაშური
პლეი ოფში ვერგასული გუნდები IX-XVI ადგილებს გაითამაშებენ. ჯგუფში პარალელურ ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთს შესაბამისი ადგილებისთვის შეხვდებიან: მაგალითდ, მეხუთეადგილოსნები მე-9 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეექვსეადგილოსნები მე-11 ადგილისთვის და ასე შემდეგ…რაც შეეხებათ ჯგუფებიდან გასულ 4-4 გუნდს, ისინი მეოთხედფინალში ეგრედ წოდებული ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება: პირველადგილოსანი მეორე ჯგუფის მეოთხე გუნდს შეხვდება, II-III, III-II და IV-I. ფინალამდე პლეი ოფი ერთ გამარჯვებამდე იქნება, ხოლო საჩემპიონო სერიაში გამარჯვებული 2 მოგებით გამოვლინდება. 14-წლამდელთა ჩემპიონატი თბილისში სამ დარბაზში – სპორტის სასახლეში, საკალათბურთო აკადემიაში და 53-ე საშუალო სკოლაში ჩატარდება. რეგიონის გუნდები საშინაო მატჩებს თავიანთ ქალაქებში უმასპინძლებენ.
20 იანვარს 14-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩს 53-ე სკოლის დარბაზმა უმასპინძლა, ერთი მატჩი კი საკალათბურთო აკადემიაში გაიმართა.
აკადემია 1- ჰიუნდაი 74:51 (სტატისტიკური მონაცემები)
გამორჩეული მოთამაშეები:
აკადემია1– ზურაბაშვილი 26 ქულა, 17 მოხსნა; აბულაძე 11 ქულა, 15 მოხსნა.
ჰიუნდაი– ცაგარეიშვილი 10 ქულა, გოგიტაშვილი 8 ქულა, 14 მოხსნა.
ვესტა – კარდინალები 54:78 (სტატისტიკური მონაცემები)
გამორჩეული მოთამაშეები:
ვესტა-ფიფია 29 ქულა, 20 მოხსნა.
კარდინალები- ყირიმელი 28 ქულა. 10 ჩაჭრა, 9 მოხსნა
ნიკეა-რუსთავი 20:101 (სტატისტიკური მონაცემები)
გამორჩეული მოთამაშეები:
ნიკეა- ნიკა ნადარეიშვილი 5 ქულა, 9 მოხსნა.
რუსთავი- ვახტანგ გაფრინდაშვილი 25 ქულა, 14 მოხსნა; ლუკა ცერცვაძე 15 ქულა.
ჰიუნდაი-I ექსპერიმენტალური – ხაშური 146:22 (სტატისტიკური მონაცემები)
გამორჩეული მოთამაშეები:
ჰიუნდაი 1-გოგა ბითაძე 27 ქულა, 15 მოხსნა; ზაურ ჯანელიძე 23 ქულა, 11 მოხსნა;
ივანე მეგენეიშვილი 16 ქულა, 16 მოხსნა; საბა ლაჩავა 15 ქულა, 12 მოხსნა.
ხაშური- მიხეილ ჩადუნელი 6 ქულა, 4 მოხსნა.
დინამო-გორი 34:64 (სტატისტიკური მონაცემები)
გამორჩეული მოთამაშეები:
დინამო- ლაშა მელანია 8 ქულა, 8 მოხსნა.
გორი- რატი მდივანი 35 ქულა; გიორგი პაპიაშვილი 7 ქულა, 27 მოხსნა.
მართვე-ბასტიონი 83:21 (სტატისტიკური მონაცემები)
გამორჩეული მოთამაშეები:
მართვე- ნიკა გობოხია 23 ქულა, 19 მოხსნა; დაჩი დვალაძე 11 ქულა, 13 მოხსნა.
ბასტიონი– გიორგი ბაღათელია 6 ქულა, 8 მოხნსა.
აკადემია 2- ფოთი 60:69 (სტატისტიკური მონაცემები)
გამორჩეული მოთამაშეები:
აკადემია 2- გიორგი კუჭავა 11 ქულა, 16 მოხსნა; დუდა შარაძე 11 ქულა, 10 მოხსნა; გიორგი მგელაძე 9 ქულა, 13 მოხსნა.
ფოთი- ოთარ პერტაია 27 ქულა, 16 მოხსნა; საბა ხურცილავა 17 ქულა, 12 მოხსნა.