14 წლამდელთა ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა

14 წლამდელთა ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. გამოვლენილნი არიან ფინალისტები – ჩემპიონობისთვის ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „აკადემია“ შეხვდებიან.

აღნიშნულმა გუნდებმა წაუგებლად განვლეს მთელი ჩემპიონატი – ჯგუფური ეტაპი და პლეი ოფის მატჩებიც. „აკადემიამ“ მეოთხედფინალში „რუსთავს“ სძლია, ხოლო ნახევარფინალში ორმატჩიანი სერია „ორბს“ მოუგო (99:87, 88:83). რაც შეეხება „ჰიუნდაის“, მეოთხედფინალში „ფოთთან“ ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა, ხოლო ნახევარფინალში „ბათუმს“ 64:57, 70:65 სძლია.

ფინალური სერია 2 მოგებამდეა და ის 14 ნოემბერს დაიწყება.