14-წლამდელთა ჩემპიონატში მორიგი შეხვედრები გაიმართა. 53-ე საშუალო სკოლამ 14-წლამდელთა ჩემპიონატის სამ მატჩს უმასპინძლა, რომელთაგან ერთ-ერთი ცენტრალური იყო. ერთმანეთს „ა“ ჯგუფის 2 დაუმარცხებელი გუნდი – „კარდინალები“ და „გორი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდმა გამარჯვებისადმი სწრაფვის უდიდესი ლტოლვა გამოავლინა. ემოცია შეხვედრას თავიდან ბოლომდე გაჰყვა. საბოლოოდ გამარჯვება გორელებმა მოიპოვეს, რომლებიც ჯგუფში ერთპიროვნულად გამლიდერდნენ. შიდაქართლურ გუნდს მიმდინარე სეზონში 7-დან 7 გამარჯვება აქვს და ჩემპიონო ამბიციასაც არ მალავს.
გორელთა შორის თავი გამოიჩინა ელვასავით გამთამაშებელმა რატი მდივანმა, რომელმაც სწრაფი გარღვევებით „კარდინალების“ დაცვას დიდი პრობლემები გაუჩინა. მდივანმა საბოლოოდ 31 ქულა მოაგროვა, თუმცა 12 ბურთის დაკარგვა მის თამაშს მნიშვნელოვან ჩრდილს აყენებს. რაც სეეხებათ კარდინალებს, მათ ტრადიციულად ნიკა ყირიმელმა ულიდერა, რომელმაც 39 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, მაგრამ მის გუნდს ვერ უშველა.
გაგაცნობთ 14-წლამდელთა მატჩების შედეგებსა და გამორჩეული მოთამაშეების მონაგარს:
დინამო – აკადემია 76:28
დინამო: ლაშა მალანია -10 ქულა
აკადემია: ნიკა აბულაძე -14 ქულა, 11 მოხსნა, ნიკა მეცხვარიშვილი – 11 ქულა, მიხეილ რევია – 8 ქულა, 10 მოხსნა
კარდინალები – გორი 57:65
კარდინალები: ნიკა ყირიმელი – 39 ქულა, 11 მოხსნა
გორი: რატი მდივანი – 31 ქულა, გიორგი ხუბულაშვილი – 19 ქულა, ვახო მჭედლიძე 10 ქულა, 29 მოხსნა
ნიკეა – ჰიუნდაი2 32:54
ნიკეა: თორნიკე კალანდაძე – 16 ქულა,16 მოხსნა
ჰიუნდაი2: გივი გოგიტაშვილი 9 ქულა, 16 მოხსნა, გიორგი ქილიფთარი – 9 ქულა
მართვე – ფოთი 72:79
მართვე: დაჩი დვალაძე 23 ქულა, ლუკა ფაჩუაშვილი – 19 ქულა, 10 მოხსნა, ბექა ჭაჭუა – 12 ქულა, ნიკა გოგოხია 11 ქულა, 18 მოხსნა
ფოთი:საბა ხურცილავა – 35 ქულა, 25 მოხსნა, შმაგი ქოჩლავა – 17 ქულა, 9 მოხსნა, ოთარ პერტია -15 ქულა
ბასტიონი – 1-ელი ექსპერიმენული ჰიუნდაი 36:94
ბასტიონი: ნიკა ბიძინაშვილი – 17 ქულა, რატი დოღონაძე – 13 ქულა, 8 მოხსნა
1-ელი ექსპერიმენული ჰიუნდაი: გოგა ბითაძე – 24 ქულა, 20 მოხსნა, ზაურ ჯანელიძე 13 ქულა, 15 მოხსნა, ივანე მეგენეიშვილი – 13 ქულა, 8 მოხსნა
თსსუ – აკადემია 2 70:59
თსსუ: ლადო ალავიძე 27 ქულა 14 მოხსნა, გრიგოლ კოსტავა – 19 ქულა
აკადემია 2: გიორგი კვაჭანტირაძე – 25 ქულა, გიორგი მგელაძე 11 ქულა, 10 მოხსნა, გიორგი კუჭავა – 8 ქულა, 13 მოხსნა
ქუთაისი – ხაშური 110:31
ქუთაისი: ვაკო სოხაძე 18 ქულა,საბა მოსიძე 17 ქულა, ნიკა ჩეჩელაშვილი – 17 ქულა, 12 მოხსნა, გიორგი ხმელიძე – 12 ქულა, 10 მოხსნა, გიორგი მაჭავარიანი – 12 ქულა
ხაშური: მიხეილ ბითაძე 13 ქულა
კარდინალები – რუსთავი 69:48
კარდინალები: ნიკა ყირიმელი – 40ქულა,11მოხსნა,6ჩაჭრა; გიორგი მამალაძე – 11ქულა,6ჩაჭრა; ნიკა მანჯიკაშვილი – 8ქულა,20მოხსნა.
რუსთავი: ვახტანგ გაფრინდაშვილი – 17ქულა,14მოხსნა; საბა საბიაშვილი – 11ქულა,12მოხსნა.
რუსთავი – ვესტა 85:70
რუსთავი: ვახტანგ გაფრინდაშვილი – 33ქულა,20მოხსნა; საბა საბიაშვილი – 30ქულა,18მოხსნა; ლუკა ცერცვაძე – 14ქულა,12პასი.
ვესტა: კოკა ფიფია – 40ქულა,12მოხსნა; კოტე ლაშხი – 13ქულა,14მოხსნა.