14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ მატჩებს 53-ე საშუალო სკოლამ და საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლეს. გამართული 8 შეხვედრიდან განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო „აკადემია 1“-ისა და „რუსთავის“ დაპირისპირება გამოდგა.
ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშის კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა. 2 ტანმაღალი კალათბურთელის – ვახტანგ გაფრინდაშვილისა და საბა საბიაშვილის ძალისხმევით, რომლებსაც უკანა ხაზიდან ზურგს ლუკა ცერცვაძე უმაგრებდა, რუსთაველებმა აკადემიელებს 64:59 მოუგეს და კვლავ დაუმარცხებლები არიან.
დანარჩენ შეხვედრებში ნაკლები ბრძოლა ვიხილეთ, რადგან ერთმანეთს არატოლძალოვანი გუნდები ხვდებოდნენ. იოლი გამარჯვებები მოიპოვეს „გორმა“, „ვესტამ“, თსსუ-მ, „კარდინალმა“, “ფოთმა”, “ქუთაისმა” და I ექსპერიმენტალური სკოლის გუნდმა „ჰიუნდაიმ“.
გთავაზობთ რვავე მატჩის გამორჩეულ მოთამაშეთა მონაგარს. ასევე ანგარიშებიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ კონკრეტული მატჩების სრულ ოქმებზე.
53-ე სკოლის დარბაზი
აკადემია 2- I ექსპერიმენტალური/ჰიუნდაი 1 44:69
გამორჩეული მოთამაშეები
აკადემია 2: გიორგი კუჭავა – 11 ქულა;
ჰიუნდაი 1: გოგა ბითაძე – 18 ქულა, 16 მოხსნა; ზაქრო ჯანელიძე – 11 ქულა, 10 მოხსნა; საბა ლანჩავა – 10 ქულა, 12 მოხსნა.
აკადემია 1- რუსთავი 59:64
გამორჩეული მოთამაშეები
აკადემია 1: ნიკა მეცხვარიშვილი – 22 ქულა;
რუსთავი:ვახტანგ გაფრინდაშვილი – 27 ქულა,20 მოხსნა; საბა საბიაშვილი – 14 ქულა, 19 მოხსნა.
თსსუ – ხაშური 96:18
გამორჩეული მოთამაშეები
თსსუ: ლადო ალავიძე – 20ქულა,13მოხსნა; გიორგი ავალიანი – 12ქულა,14მოხსნა; ნიკოლოზ კეკელიძე – 12ქულა,14მოხსნა; სანდრო მდივანი – 12ქულა; იოანე გოგოლაშვილი – 11ქულა; ნიკოლოზ ჩიგოგიძე – 7ქულა,12მოხსნა.
ხაშური: მიხეილ შოთაძე – 12ქულა.
ვესტა – ნიკეა 88:51
გამორჩეული მოთამაშეები
ვესტა: კოკა ფიფია – 29 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი; ნიკა ბუტიკაშვილი – 22 ქულა, 13 მოხსნა
ნიკეა: თორნიკე კალანდაძე – 24 ქულა, 22 მოხსნა; შოთა გორგოზე – 12 ქულა; ნიკა ნადარეიშვილი – 6 ქულა, 19 მოხსნა
დინამო – კარდინალები 26:68
გამორჩეული მოთამაშეები
დინამო: გიორგი ილურიძე – 6 ქულა
კარდინალები: გიორგი მამალაძე – 13 ქულა, 8 ჩაჭრა; ნიკა მანჯიკაშვილი – 12 ქულა, 17 მოხსნა
ჰიუნდაი-2 – გორი 52:77
გამორჩეული მოთამაშეები:
ჰიუნდაი-2:ლევან წენგუაშვილი – 19ქულა; გიორგი ქილიფთარი – 11ქულა; ნიკა აბაშიძე – 8ქულა,10 მოხსნა.
გორი: რატი მდივანი – 41ქულა,6პასი; გიორგი ხუბულაშვილი – 17ქულა,9მოხსნა; ვახო მჭედლიძე – 8ქულა, 19მოხსნა; გიორგი პაპიაშვილი – 11ქულა,11მოხსნა.
საკალათბურთო აკადემია
მართვე – ქუთაისი 51:63
გამორჩეული მოთამაშეები
მართვე: ნიკა ბობოხია – 17 ქულა, 20 მოხსნა; ლუკა ფაჩუაშვილი – 13
ქუთაისი: ნიკა ჩეჩელაშვილი – 18 ქულა; ერეკლე ფურცხვანიძე 14 ქულა, 17 მოხსნა
ბასტიონი – ფოთი 47:71
გამორჩეული მოთამაშეები
ბასტიონი: რატი დოღონაძე – 15 ქულა, 13 მოხსნა; გიორგი ბაგათელია10 ქულა
ფოთი: საბა ხურცილავა – 30 ქულა, 28 მოხსნა; შმაგი ქორჩილავა – 12 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი, 6 ჩაჭრა