14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი დღე აკადემიაში

14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი დღე აკადემიაში

 

18 მაისს საკალათბურთო აკადემიამ 14-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. “დინამომ” იოლად მოუგო “თელავს, ხოლო “აკადემიასა” და “ოლიმპის” მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ ფავორიტად მიჩნეულმა აკადემიელებმა 5 ქულის სხვაობით – 68:63 გაიმარჯვეს.
დაძაბული გამოდგა “ვესტას” და “სოხუმის” დაპირისპირება, რომლის ბედიც ბოლო წუთზე გადაწყდა. “ვესტამ” 3 ქულის სხვაობით – 82:79 დაამარცხა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ სოხუმელმა ანდრო ანთელიძემ თავისი გუნდის 79 ქულიდან 66 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. ანთელიძემ 40-დან 13 ორქულიანი, 18-დან 7 სამიანი და 25-დან 19 საჯარიმო ჩააგდო.
დღის ბოლო მატჩში კი “ნიკეამ” “ზაზა” დაამარცხა.
რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. რამდენიმე მატჩიც და საბოლოოდ გაირკვევა იმ 8 გუნდის ვინაობა (4-4 საუკეთესო თითო ჯგუფიდან), რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. უკვე გარკვეულია იმ 8  გუნდის ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ – აკადემია, ქუთაისი, ოლიმპი, დინამო (ყველა “ა” ჯგუფი), 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლა, ფოთი, გორი და შსს აკადემია.

ოლიმპი – თელავი  86:33 

ოლიმპი: ბორის თორთლაძე – 21 ქულა, 15 მოხსნა, ნიკა მედილიში – 20 ქულა, 10 მოხსნა, ცოტნე ცარციძე – 10 ქულა, 12 მოხსნა

თელავი: ნიკა ბასილაშვილი -20 ქულა, 10 მოხსნა, გიორგი ტამარაშვილი – 11 ქულა, 21 მოხსნა

ვესტა -სოხუმი  82:79

ვესტა: გიორგი რუხაძე – 27 ქულა, ლუკა ხობელია – 18 ქულა, 11 მოხსნა, გიორგი მიქელაძე – 15 ქულა, 27 მოხსნა

სოხუმი: ანდრო ანთელიძე – 66 ქულა

 

თელავი – დინამო  54:67

თელავი: ნიკა ბასილაშვილი – 25 ქულა, 10 მოხსნა, გიორგი თამარაშვილი – 17 ქულა, 28 მოხსნა, 9 დაფარება, გიორგი კიკნაძე – 12 ქულა

დინამო: გიორგი ჩახნაშვილი – 18 ქულა, 20 მოხსნა, ირაკლი სულხანიშვილი – 18 ქულა, ლუკა ლაბუჩიძე – 12 ქულა

 

ოლიმპი – აკადემია  63:68

ოლიმპი: ბორის თორთლაძე – 22 ქულა, ნიკა მედილიში – 18 ქულა, საბა სიფრაშვილი – 11 ქულა

აკადემია: გიორგი კვაჭანტირაძე – 20 ქულა, 18 მოხსნა, კახა ჟღენტი – 19  ქულა, მიხეილ ზურაბაშვილი – 18 ქულა, 9 მოხსნა

 

ნიკეა – ზაზა  89:45

ნიკეა: ნიკა  ნადარეიშვილი – 29 ქულა, 19 მოხსნა, შოთა გორგოძე – 24 ქულა, 9 მოხსნა, ნიკა ერაძე – 15 ქულა, 8 მოხსნა, ნიკა წერეთელი – 12 ქულა, 9 ჩაჭრა

ზაზა: გიორგი გოგოლიძე – 14 ქულა, 9 მოხსნა, ლაშა დაღელიშვილი – 12 ქულა

ჰიუნდაი-რუსთავი 0:20 

ჰიუნდაის გუნდი  არ გამოცხადდა თამაშზე და შედეგად “რუსთავს” ტექნიკური მოგება, 20:0 ჩაეთვალა