საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი დაიწყო. ტურნირში მონაწილე ათმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 2 წრედ ითამაშა და მათგან საუკეთესო რვამ
პლეი ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
პირველ ადგილზე აჭარის ნაკრები გავიდა, რომელმაც რეგულარულში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო. შემდეგი ადგილები გუნდებმა ამ თანმიმდევრობით დაიკავეს –
აკადემია, ოვერტაიმი, ქუთაისი, რუსთავი, მაკაბი, სოხუმი და არმია.
პლეი ოფის პირველ ეტაპზე – ანუ მეთხედფინალში გამარჯვება ერთი მატჩით განისაზღვრება, ხოლო ნახევარფინალური და ფინალური სერიები 2 გამარჯვებამდეა.
დღეს დაიწყო პლეი ოფი და გაიმართა 3 მატჩი. პირველ შეხვედრაში „აკადემიამ“ 79:63 დაამარცხა „სოხუმი“, ხოლო მეორე მატჩში „ოვერტაიმმა“
„მაკაბის“ დაძაბულ ბრძოლაში – 74:70 სძლია.
ორივე გამარჯვებულმა ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს და პლეი ოფის შემდეგ წრეში ერთმანეთს შეხვდებიან. მეოთხედფინალის მესამე შეხვედრა ბათუმში
გაიმართა, სადაც აჭარის ნაკრებმა იოლი გამარჯვება მოიპოვა „არმიასთან“ 90:48 და ნახევარფინალში მეტოქეს ელოდება, რომელიც „ქუთაისისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირებაში, 11 ივნისს უნდა გაირკვეს.