დასკვნით ფაზაშია შესული საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ყოველდღიურად მიმდინარეობს თამაშები. ვითარება შეიცვალა ლიდერებში. მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლად მავალი „ჰიუნდაი 1“ პირველად 10 დღის წინ „დინამოსთან“ დამარცხდა, რასაც 7 ივნისს „ქუთაისთან“ და 9 ივნისს – „რუსთავთან“ წაგებები მოაყოლა.
წარუმატებელი მატჩები ჰიუნდაელებს ლიდერობის დაკარგვად დაუჯდათ. დაკარგული ქულებით ლიდერს „ქუთაისმა“ გადაასწრო, ხოლო „რუსთავი“ – გაუთანაბრდა. თავის მხრივ, ქუთაისელებმა ბრწყინვალე კვირა ჩაატარეს, რომლის განმავლობაშიც მთავარ კონკურენტებს – „აკადემიას“, „ჰიუნდაი 1“-ს და „აჭარას“ სძლიეს და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ. ამ წარმატებულ მატჩებში ქუთაისელებს გამარჯვებისკენ ცოტნე ვაშაყმაძე მიუძღვოდა, რომელმაც „აკადემიასთან“ 9 (!) სამქულიანი ჩააგდო, საერთოდ კი, ბოლო 5 მატჩში, 34 სამიანი მიითვალა.
რეგულარული ჩემპიონატი 24 ივნისს სრულდება, რის შემდეგაც პლეი ოფში გასული 8 გუნდი გამოვლინდება.
გთავაზობთ 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით ჩატარებული 19 მატჩის შედეგს და განახლებულ სატურნირო ვითარებას.
ცხრილის გადიდებულ ფორმატში სანახავად დაკლიკეთ აქ: სატურნირო ვითრება
6 ივნისი
ჰიუნდაი 2 – რუსთავი 49:89
აკადემია – ქუთაისი 80:88
აჭარა – ვინგსი 80:66
გორი – ფოთი 48:62
7 ივნისი
ჰიუნდაი 1 – ქუთაისი 68:72
აჭარა – დინამო 94:88
8 ივნისი
გორი – ჰიუნდაი2 52:76
რუსთავი – ზაზა1 64:48
9 ივნისი
ზაზა 1 – იბერი 54:64
ზაზა 2 – დინამო 45:70
რუსთავი – ჰიუნდაი 1 63:60
ქუთაისი – აჭარა 100:79
10 ივნისი
რუსთავი – გორი 97:49
ქუთაისი – ვინგზი 81:59
11 ივნისი
იბერი – აკადემია 51:56
აჭარა – ზაზა 1 79:69
ფოთი – ზაზა 2 65:34
12 ივნისი
აჭარა – ზაზა 2 80:53
ფოთი – ზაზა 1 56:65