საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო.
2003-2004 წლებში დაბადებულთა ქვეყნის პირველობაზე ამ სეზონში 11 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც ერთ ჯგუფში არიან თავმოყრილნი.
ესენი არიან: ქუთაისი, რუსთავი, სოხუმი, გორი, აჭარის ნაკრები, არმია, ზაზა, აკადემია, ოვერტაიმი, ფოთი და მაქაბი.
დებულების თანახმად გუნდები ორ წრედ, მიმოსვლით ითამაშებენ, რის შემდეგაც საუკეთესო 8 გუნდი საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გადავა. მეოთხედფინალში
გუნდები ითამაშებენ 2 მოგებამდე. მოედნის უპირატესობა მიენიჭება რეგულარულ ჩემპიონატში ცხრილში უფრო მაღალ ადგილზე გასულ გუნდს. ნახევარფინალსა და ფინალში სერია გაგრძელდება სამ მოგებამდე.
გთავაზობთ ჩატარებული მატჩების შედეგებს:
10 დეკემბერი
აკადემია – მაკაბი 70:46
ოვერტაიმი – არმია 69:54
სოხუმი – რუსთავი 54:68
14 დეკემბერი
აკადემია – ზაზა 68:47
ოვერტაიმი – ქუთაისი 78:70
მაქაბი – არმია 56:51
16 დეკემბერი
აჭარა – არმია 87:60