14-წლამდელთა შეხვედრები რეგიონებში

14-წლამდელთა შეხვედრები რეგიონებში

14-წლამდელთა ჩემპიონატის ერთი შეხვედრა 21 მარტს რუსთავში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი ,,ჰიუნდაი 2’’-ს დაუპირისპირდა. მასპინძლებმა იოლად – 69:41 დაამარცხეს მეტოქე. გაგაცნობთ აღნიშნული შეხვედრის გამორჩეულ მოთამაშეებს.

რუსთავი: გუგა კინწურაშვილი – 14ქულა, 18მოხსნა; ტარიელ არაბული – 11ქულა, 12მოხსნა;

ჰიუნდაი 2: ამიკო ზახალია – 13ქულა, გუკა ბარბაქაძე – 10ქულა.

რუსთავი – ჰიუნდაი 2  69:41 

14-წლამდელთა ჩემპიონატის ასევე ერთ შეხვედრას უმასპინძლა 25 მარტს ფოთმა, სადაც სათამაშოდ ,,შსს აკადემია” ჩავიდა. ფოთმა აკადემიელებს 10-ქულის სხვაობით – 67:57 სძლია. გაგაცნობთ მატჩის საუკეთესო მოთამაშეებს.

ფოთი – შსს აკადემია  67:57 

ფოთი: ოთარ პერტაია – 38ქულა, 13მოხსნა; შმაგი ქორჩილავა – 14ქულა; ვათა სალაყაია – 9ქულა, 22მოხსნა.

შსს აკადემია: გიორგი ხუბულაშვილი – 30ქულა, 10მოხსნა; დავით ჟღენტი – 11ქულა, 18მოხსნა.