6-დან 6 მოგება რიგაში – “ვინგსის” 14-წლამდელთა წარმატება ბალტიის ლიგაში

6-დან 6 მოგება რიგაში – “ვინგსის” 14-წლამდელთა წარმატება ბალტიის ლიგაში

წარმატებით მოიარა ბალტიის ლიგის მეორე წრე კლუბ “ვინგსის” 14-წლამდელთა გუნდმა. შეგახსენებთ, რომ ქართულ კალათბურთში ბოლო დროს დამკვიდრებული სასიამოვნო პრაქტიკით კლუბები საკუთარი სახსრებით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობენ. ძირითადად სპონსორების დახმარებით, გუნდები ბალტიის ან ევროპის ახალგაზრდულ (EYBL) ლიგებში მონაწილეობენ და მოზარდებისთვის აუცილებელ და მდიდარ საერთაშორისო გამოცდილებას იძენენ.

ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბალტიის ლიგის პირველი წრე ნოემბერში ჩაატარა, როცა 5-დან 4 მატჩი მოიგო. ვინგსელებმა ამჯერად მეორე წრის ფარგლებში 13, 14 და 15 დეკემბერს 6 მატჩი გამართეს და ყველაში გაიმარჯვეს. 2 წრის შემდეგ 11 მატჩიდან 10 გამარჯვებით “ვინგსი” 16-გუნდიანი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია.

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული ბალტიის ლიგის მეორე წრეში “ვინგსმა” შემდეგი გუნდები, ამ ანგარიშებით დაამარცხა:
ჩერკასკი მავპი (უკრაინა) 55:30 (სტატისტიკა)
ტალსი (ლატვია) 58:52 (სტატისტიკა)
შაულიაი (ლიტვა) 35:32 (სტატისტიკა)
ადმირალსი (მოლდოვა) 48:43 (სტატისტიკა)
ცენტრალნაია (რუსეთი) 50:41 (სტატისტიკა)

მეორე წრის მატჩებში “ვინგსს” საშუალოდ 11.3 ქულითა და 13.8 მოხსნით გოგა გოცაძემ ულიდერა. მატჩში საშუალოდ 9.6 ქულა ჰქონდა ანდრია მუჯირს. გუნდის დანარჩენი წევრები გახლდნენ: კახა ლომიძე, ნიკოლოზ გურგენიძე, თემურ კაპანაძე, გიორგი ქურდიანი, დაჩი ქართველიშვილი, გიგა ხარშილაძე, საბა თავხელიძე, მერაბ დალალიშვილი, ლუკა ბახტაძე.

“ვინგსი” ბალტიის ლიგის მესამე წრეს 2020 წლის დასაწყისში გამართავს, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით პლეი ოფში გავა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის საშუალება მიეცემა.