14-წლამდელთა A ლიგის 12 გუნდი ცნობილია | ბრძოლა 2 საგზურისთვის პლეი ოფში გრძელდება

14-წლამდელთა A ლიგის 12 გუნდი ცნობილია | ბრძოლა 2 საგზურისთვის პლეი ოფში გრძელდება

დასრულდა 14-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი, რომელიც ახალი სისტემით, პირველად ჩატარდა. ახალი სისტემა გულისხმობს 14, 16 და 18 წლმდელთა ჩემპიონატების 3 ლიგად ჩატარებას (თუკი გუნდების რაოდენობა საკმარისი იქნება), რომელთაგან A ყველაზე ძლიერი იქნება (და ქვეყნის ჩემპიონს გამოავლენს), B-ს რიგითობით მომდევნო სტატუსი ექნება და C იქნება ყველაზე დაბალი რანგის, რომელში მონაწილეობაც გუნდებს ნებაყოფლობით, საკვალიფიკაციოს გავლის გარეშე შეეძლებათ.

14-წლამდელთა ჩემპიონატში არსებული გუნდების რაოდენობა საშუალებას იძლევა, ჩატარდეს სამივე – A, B და C ლიგა. შესაბამისად, ეს ტურნირი გახლავთ ახალი საშეჯიბრო სისტემის სადემონსტრაციოდ კლასიკური მაგალითი. საკვალიფიკაციო ეტაპში 39 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან საუკეთესო 11 გუნდს 14-წლამდელთა A ლიგის საგზური ერგება. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკში 3 რეგიონის გუნდს – ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს A ლიგის საგზური კვოტირებით, დებულების შესაბამისად გადაეცათ. გამომდინარე იქიდან, რომ A ლიგაში 14 გუნდი თამაშობს, საკვალიფიკაციოდან საუკეთესო 11 გუნდის გამოვლენა იყო საჭირო.

საკვალიფიკაციო ტურნირის დებულების თანახმად, 12 ჯგუფში განაწილებული გუნდებიდან 9 საუკეთესო პირველადგილოსანი პირდაპირ მიიღებდა A ლიგის საგზურს. დარჩენილი 2 საგზურისთვის კი დარჩენილი 3 პირველადგილოსანი და 5 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში იბრძოლებს. გუშინ დასრულებული საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ცნობილი გახდა ის 9 გუნდი, რომლებმაც უკვე მიიღეს ა ლიგის საგზურები და ის 8 გუნდიც, რომლებიც პლეი ოფში დარჩენილი 2 საგზურისთვის იბრძოლებს.

წარმოგიდგენთ იმ 9 საუკეთესო პირველადგილოსანს, რომლებმაც A ლიგის საგზურები უკვე მოიპოვეს:

ოვერტაიმი 1, ზაზა 1, მაკაბი 1, თბილისი ბასკეტი 1, ვინგსი 1, რუსთავის აკადემია, აკადემია 1, აია (ქუთაისი) და ჰიუნდაი. 

აქ უნდა დავაზუსტოთ 2 მნიშვნელოვანი რამ:

პირველი: გამომდინარე იქიდან, რომ ჯგუფებში გუნდების არათანაბარი რაოდენობა იყო, საუკეთესო პირველი და მეორეადგილოსნების გამოსავლენად 4-გუნდიან (A, B და C) ჯგუფებში ბოლო ადგილებზე გასულ გუნდებთან ნაჩვენები შედეგები ანულირდა. ამ გზით, ყველა ჯგუფის ყველა I და II ადგილოსანს ჩატარებული თამაშების თანაბარი ოდენობა დაუფუქსირდათ.

მეორე: საუკეთესო 9 პირველადგილოსანს შორის მოხვდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის 3 გუნდიდან 2, თუმცა დებულების გათვალისწინებით, A ლიგაში ერთი სკოლის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს თამაშის უფლება. შესაბამისად, ზაზა 2-მა 9 საუკეთესო გუნდში ადგილი რიგითობით მომდევნო გუნდს – ჰიუნდაის დაუთმო, რომელიც შედეგებით მე-10 საუკეთესო პირველადგილოსანი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ A ლიგის დარჩენილი 2 საგზური პლეი ოფის ფინალში გასულ გუნდებს გადაეცემათ. შესაბამისად ჩატარდება 2 საპლეიოფო ეტაპი (მეოთხედფინალი და ნახევარფინალი) და  თითოეული სერია 2-მატჩიანი იქნება.  ზაზა 2 და ზაზა 3 პლეი ოფში ითამაშებენ, თუმცა იმავე დებულების თანახმად, უკონკურსოდ და თუკი პლეი ოფის ფინალში გავლენ, ადგილს ნახევარფინალურ სერიაში დამარცხებულ თავის ოპონენტს დაუთმობენ.  ესეც საპლეიოფო წყვილები და თამაშების ჩატარების თარიღები: 

დებულების თანახმად, 11 საუკეთსო გუნდს მიღმა (A ლიგის საგზურების გარეშე) დარჩენილი რიგითობით 24 საუკეთესო გუნდი (12-35 ადგილებზე გასულები) 14-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგაში იასპარეზებს, ხოლო ბოლო – 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე ადგილებზე გასული გუნდები, ანუ ჯგუფების 4 უარესი შედეგის მქონე ბოლოადგილოსნები (გორი 1, გორი 2, დინამო 2, მაკაბი 2) C ლიგაში ითამაშებენ. ამ 4 გუნდის გარდა, C ლიგაში წარმოდგენილი იქნებიან ის გუნდებიც, რომლებმაც საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობა იმ მოტივით არ მიიღეს, რომ იმთავითვე C ლიგაში ასპარეზობა ჰქონდათ გადაწყვეტილი და საამისოდ, საკვალიფიკაციოს გავლა, დებულების თანახმად, არ სჭირდებოდათ.