14-წლამდელთა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აკადემია – ,,ავერსი” და ,,ორბი” – ,,დინამო” დაუპირისპირდნენ.
აკადემიამ ,,ავერსი” დიდი ანგარიშით, 109:46 დაამარცხა და ნახევარფინალური საგზური იოლად მოიპოვა. აკადემიის გუნდმა შეხვედრის პირველ ტაიმში მეტოქეს 24:11 აჯობა, ხოლო მეორე პერიოდში მეტოქეს შანსიც არ დაუტოვეს. მატჩის ამ მონაკვეთის განმავლობაში ავერსელებმა მხოლოდ ერთდერთი 2-ქულიანის ჩაგდება მოახერხეს და 13:48 ჩამორჩნეს მოწინააღმდეგეს.
აკადემიამ მოპოვებული უპირატესობა მესამე მეოთხედშიც შეინარჩუნდა და თავის სასარგებლოდ 84:25 დააფიქსირა. ავერსმა ვერც დასკვნით მეოთხედში გაუწია მეტქოეს წინააღმდეგობა და პლეიოფს ნაადრევად გამოეთიშა.
აკადემიელებს ორმაგი დუბლით, 31 ქულითა და 11 მოხსნით გიორგი ცირიკიძემ ულიდერა, ხოლო ,,ავერსის” მხრიდან თავი ვატო თუთიაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 24 ქულა შესძინა.
საინტერესო გამოდგა ,,კარდინალი-ორბისა” და ,,დინამოს” დაპირისპირება, სადაც ,,კარდინალმა” 73:65 დაამარცხა მეტოქე და ნახევარფინალში გავიდა. კარდინალის გუნდმა პირველ ნახევარში მეტოქეს 5 ქულის სხვაობით სძლია (38:33), ხოლო მესამე მეოთხედის მიწურულს უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და 54:47 გავიდა წინ. დასკვნითი მეოთხე მეოთხედი ,,კარდინალმა” ძალიან მობილიზებულად ჩაატარა და ნახევარფინალში გავიდა.
გამარჯვებულებს 24 ქულით ნიკა ლოლიშვილმა ულიდერა, ხოლო ,,დინამოს” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 20 ქულა ნიკა ჭანტურიამ დააგროვა.. ორმაგი დუბლი მიითვალეს ჭანტურიას თანაგუნდელმა გიორგი თვალაბეიშვილმა (12ქ.18მ) და დავით დარბაიძემ 12 ქ.12მ).