19 და 20 მაისს თბილისის სპორტის სასახლემ 14-წლამდელთა ნახევარფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა. სერიის პირველ მატჩში, სადაც ერთმანეთს ,,აკადემია” და ,,კარდინალი-ორბი” დაუპირისპირდნენ, გამარჯვება აკადემიელებმა მოიპოვეს, რომლებმაც მეტოქე დიდი სხვაობით, 86:47 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. აკადემიის გუნდმა მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ დაუტოვა და სერია იოლი მოგებით გახსნა. ,,კარდინალის” შემადგენლობაში 15 ქულით ზაზა გონჯილაშვილმა გამოირჩა, ხოლო 14 ქულა ნიკა ლოლიშვილმა დააგროვა. გამარჯვებილთაგან საუკეტესო იყო გიორგი ცირიკიძე, რომელმაც საკუთრ გუნდს ორმაგი დუბლით, 22 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა.
სერიის განმეორებით მატჩში კვლავ ,,აკადემიამ” იმარჯვა – 69:50, მეტოქეს სერიაში 2:0 აჯობა და ფინალური საგზური მოიპოვა. კარდინალის გუნდმა მოწინააღმდეგესთან მეორე შეხვედრაშიც ვერაფერი გააწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ამრიგად, 14-წლამდელთა ფინალში, რომელიც ორ მოგებამდე გრძელდება, ერთმანეთს ,,აკადემია” და ,,ქუთაისი” დაუპირისპირდებიან.