აკადემიელთა და ავერსელთა მოგებები

აკადემიელთა და ავერსელთა მოგებები

ვაკეში მდებარე საკალათბურთო ,,აკადემიის” დარბაზში გაიმართა აკადემიელთა და რუსთაველთა დაპირისპირება. მატჩში ,,აკადემიკოსებმა” 58:52 იმარჯვეს.

მასპინძელთაგან საუკეთესო გახლდათ ვილი ისიანი, რომელმაც 25 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,რუსთავის” მხრიდან 22 ქულით გიორგი კოკოლიშვილი გამოირჩა, ორმაგი დუბლი მიითვალა თორნიკე ალავერდაშვილმა – 13 ქულა და 15 მოხსნა.

,,ლომები” – ,,ავერსის” შეხვედრა ავერსელთა მოგებით დასრულდა – 61:47. ,,ლომების” მხრიდან 15 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი თემურ ზედგენიძემ მიითვალა, ხოლო ავერსელთაგან ორმაგი დუბლი გიორგი ჭაჭიამ(20ქ. 11მ) და რატი მარგალიტაძემ(19ქ.10მ) მიითვალეს.