ავერსმა ორბი დაამარცხა, რუსთაველებმა იოლად იმარჯვეს

ავერსმა ორბი დაამარცხა, რუსთაველებმა იოლად იმარჯვეს

14-წლამდელთა მორიგ ტურში საინტერესო გამოდგა ,,ავერსისა”და ,,ორბის” დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ,,ავერსმა” 4-ქულიანი უპირატესობით, 49:45 იმარჯვა. მოგებულთაგან 14 ქულით ნოდარ სანაია გამოირჩა, ხოლო ,,ორბის” რიგებში საუკეთესო 18 ქულით თენგო სხირტლაძე იყო. ორმაგი დუბლი მიითვალა ლევან გოგალაძემ, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 15 მოხსნაა.

,,ლომები” საკუთარ მოედანზე ,,რუსთავთან” დიდი ანგარიშით დამარცხდნენ. რუსთაველებმა 68:19 იმარჯვეს. ,,ლომების” რიგებში თემო ზედგენიძე გამოირჩა, რომელმაც 10 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,რუსთავის” შემადგენლობაში კი საუკეთესო 14 ქულით ლევან ტურძელაძე გახლდათ.