მიმდინარე სეზონის ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო ლიგა იანვრიდან დაიწყება. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ კენჭისყრაზე “ბ” ლიგის გუნდები ჯგუფებში დაწყვილდნენ. სამ ასაკობრივ ლიგაში მთლიანობაში 121 გუნდი გამოდის. კენჭისყრა ტურნირის ორგანიზატორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა და თანაორგანიზატორ საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ზაბახიძემ ჩაატარეს.
ყველაზე მეტი – 46 გუნდი 14-წლამდელთა “ბ” ლიგაშია. შეიქმნა 8 ხუთგუნდიანი და ერთიც 6-გუნდიანი ჯგუფი. პლეი ოფში 16 გუნდი გავა: 9 ჯგუფის გამარჯვებული და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი. 1/8 და 1/4 ფინალები ერთ მოგებამდე იქნება, ხოლო ნახევარფინალი და ფინალი 2-მატჩიანი სერიებისგან შედგება.
სამივე ასაკობრივ “ბ” ლიგაში გათამაშების ანალოგიური პრინციპი იმოქმედებს, განსხვავება მხოლოდ გუნდების რაოდენობაშია. 16-წლამდელთა ლიგაში 45 გუნდია, რომლებიც 9 ჯგუფში 5-5-ად გადანაწილდნენ. ყველაზე ნაკლები გუნდი 18-წლამდელებშია. 30 მონაწილე 6 ჯგუფშია თავმოყრილი. პლეი ოფში ჯგუფების 2-2 საუკეთესო და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.
“ბ” ლიგის გათამაშების კალენდარი უახლოეს დღეებში დადგინდება, ხოლო თამაშები იანვრის თვეში დაიწყება.
გაეცანით კენჭისყრის შედეგებს: