საკალათბურთო “ბ” ლიგის ასაკობრივი ჩემპიონატების შედეგები და სატურნირო ვითარება

საკალათბურთო “ბ” ლიგის ასაკობრივი ჩემპიონატების შედეგები და სატურნირო ვითარება

“ბ” ლიგის გათამაშება აქტიურად მიმდინარეობს 3 ასაკობრივ კატეგორიაში – 14, 16 და 18-წლამდელებში. ტურნირების ორგანიზატორი გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად. ამ ორგანიზაციებს 2013 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული და უკვე მე-6 წელია, ერთობლივი ძალებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკალათბურთო ტურნირს ატარებენ.

წლეულს “ბ” ლიგის ზემოთნახსენებ 3 ასაკობრივ ჩემპიონატში რეკორდულად ბევრი – 106 გუნდი მონაწილეობს. 

ყველაზე მეტი – 48 გუნდი ასპარეზობს 16-წლამდელთა “ბ” ლიგაში. 36 გუნდია 14-წლამდელებში, ხოლო 22 – 18-წლამდელებში.

14-წლამდელთა ჩემპიონატში 36 გუნდი 6 ჯგუფშია განაწილებული. ჯგუფებში ჩატარდება 2 წრე, რის შემდეგაც პლეი ოფში გავა 16 საუკეთესო გუნდი, რომლებიც შემდეგი პრინციპით შეირჩვიან: ჯგუფებში 2-2 საუკეთესო და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი. 

16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე 47 გუნდი 8 ჯგუფშია გადანაწილებული. 2 წრის შემდეგ პლეი ოფში ჯგუფების I და II  ადგილებზე გასული გუნდები გავლენ. 

რაც შეეხება 18-წამდელებს,  ჩემპიონატში მონაწილე 22 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდა. აქ პლეი ოფში 8 საუკეთესო გადის, რომლებიც თითო ჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდებით შეირჩევა.

ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში, პლეი ოფის ყველა ეტაპზე, სერია შედგება 2 მატჩისგან. 

წარმოგიდგენთ მიმდინარე სამივე ლიგის ცხრილებს, სადაც ყველა აქამდე ჩატარებულ მატჩის შედეგებსა და სატურნირო მდგომარეობას ნახავთ