ბათუმში დასრულდა 14-წლამდელთა შეხვედრა მე-3 ადგილისთვის, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ,,ბათუმი”და ,,კარდინალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მატჩში 80:67 იმარჯვეს და მე-3 ადგილი დაიკავეს. ,,ზღვისპირელებმა” შეხვედრა თავიდანვე კარგად დაიწყეს და პირველ ნახევარში 38:32 დაწინაურდნენ. მოპოვებული უპირატესობა ბათუმელბმა მესამე მეოთხედში11 ქულამდე გაზარდეს და თავიაანთ სასარგებლოდ 56:45 დააფიქსირეს. კარდინალის გუნდმა ვერც დასკვნით მეოთეხდში შეძლო მეტოქისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა და ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელებს 28 ქულით დავით აფხაზავამ ულიდერა, ხოლო 18 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ალეკო ფევაძემ შეასრულა. კარდინალის მხრიდან ორმაგი დუბლით, 21 ქულიტა და 11 მოხსნით თავი ნიკა ლოლიშვილმა გამოიჩინა, რომელსაც მხარი გაგა დემეტრაშვილმაც აუბა – 12 ქულა და 10 მოხსნა.