დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელთა ვინაობა გაირკვა. მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ,,დინამოსა’’ და ,,აკადემიის’’ გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თუმცა მესამე პერიოდში ,,დინამომ’’ 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და თამაშის ბოლომდე ლიდერობა შეინარჩუნა. ბოლო წუთებზე აკადემიას შანსი გაუჩნდა, თუმცა დინამოელებმა გამარჯვება არ დათმეს და საბოლოოდ 9 ქულის სხვაობით – 77:68 იმარჯვეს.
გამარჯვებული გუნდი ბრინჯაოს მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა.
გაგაცნობთ შეხვედრის გამორჩეულ მოთამაშეებს და მათ მონაგარს.
დინამო – აკადემია 77:68
დინამო: სანდრო ჯორბენაძე – 34ქულა, 7მოხსნა; ილია ისრაელიანი – 15ქულა; ირაკლი სულხანიშვილი – 13ქულა
აკადემია: მიშა ზურაბაშვილი – 26ქულა; გიორგი კვაჭანტირაძე – 18ქულა; 11მოხსნა; შოთა ლეშქაშელი – 13ქულა.