გორი ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

გორი ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა

14-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას გორმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი ,,გორი” ,,რუსთავს” დაუპირისპირდა. შეხვედრა  მასპინძელთა გამარჯვებით, 79:72 დასრულდა. შედეგად გორელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. 

გორი- რუსთავი  79:72 
გორი: რატი მდივანი – 24 ქულა, გიორგი პაპიაშვილი – 20 ქულა, 17 მოხსნა, გიორგი ხუბულაშვილი – 19 ქულა, ვახტანგ მჭედლიძე – 12 ქულა, 16 მოხსნა
რუსთავი: საბა საბიაშვილი – 24 ქულა, 12 მოხსნა, იმედა გულიაშვილი – 17 ქულა,  ლუკა ცერცვაძე – 12 ქულა
გორში გაიმართა ხაშური- ნიკეას შეხვედრა, რომლებიც ერთმანეთს 15-16 ადგილებისთვის დაუპირისპირდნენ. ,,ნიკეამ” სტუმრად 56:39 იმარჯვა და ჩემპიონატი მე-15 ადგილით დაასრულა, ხოლო ,,ხაშური” მე-16 ადგილზე აღმოჩნდა.
ხაშური – ნიკეა 39:56
ხაშური: მიხეილ ბითაძე – 11 ქულა
ნიკეა: თორნიკე კალანდაძე – 25 ქულა, 23 მოხსნა